Wednesday, August 6, 2014

                                              მეცხრე დღე                                                  6.08.2014წ

Tuesday, August 5, 2014

                                        მერვე დღე                                                                          5.08.20114



      ვიუვერში დავიწყეთ მე-7 მოდულზე მუშაობა.გავეცანით ფასილიტაციის რესურსებს.შევადგინეთ ფასილიტაციის კითხვარი რისთვისაც გამოვიყენეთ გუგლფორმები  და დავდეთ ბლოგზე. დავასრულეთ პროცედურები.მოვაწესრიგეთ პორთფოლიო.დავხვეწეთ ბუკლეტები.


 დავალებად მოგვეცა პორთფოლიოს რუბრიკის მიხედვით შევამოწმოთ პროექტის გეგმის  პროცედურები,   ამოცანები არის თუ არა შესაბამისობაში პროცედურებთან,პასუხობს თუ არა მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.გათვალისწინებულია თუ არა დროისჩარჩო.

Monday, August 4, 2014

                                                   დღე მე-7


 დღე მე-6 მოდულზე მუშაობით დავიწყეთ. გარდნერის თეორიის მიხედვით შევადგინეთ ინტელექტის გასარკვევი თვითშეფასების ფორმები. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთა სკალფოდინგისათვის.
     შევისწავლეთ  ბლოგზე ჩვენი საქაღალდის გლობალური მაშტაბით გამოქვეყნება.
      შევადგინეთ ინტერნეტსაშუალებით კვლევის ფორმა.დავდეთ page-ს სახით მთავარ გვერდზე.

Wednesday, July 30, 2014

                                               დღე მეექვსე                     30.07.2014

   როგორც დანარჩენი ხუთი დღე  დღესაც მშვენიერი დღე იყო.
დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე,
ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე გამოქვეყნება,ასევე ბლოგზე შევქმენით PAGE-ის დამატება. PAGE-ში ჩვენი  პროექტის და გამზადებული პროექტების სხვა საიტიდან გადატანა.როგორ დავმალოთ ან გამოვაქვეყნოთ  ჩვენი ნამუშევრები.შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.


 დავალება - დავსრულოთ პროცედურები


         

Tuesday, July 29, 2014

მოსწავლის ნიმუში

                                                                            დღე მეხუთე            29.07.2014 წ
            დღევანდელი დღე როგორც ყველა დანარჩენი ეფექტური და ნაყოფიერი იყო,მაგრამ არა დამღლელი.
გავიზიარეთ ერთმანეთის საპრეზენტაციო პროგრამები და გავუკეთეთ კომენტარები.შევქმენით სალაიდშოუები და ავაგეთ დიაგრამები პოვერ პოინტში.გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას.ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე

             თემა.   მე-3 და მე-4 მოდული
     

Monday, July 28, 2014

                                                                       დღე მეოთხე       28.07.2014 წელი




        დღევანდელი დღე (ორშაბათი) მართლაც რთული,შრომატევადი და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა.
       გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,განვიხილეთ თითოეული მათგანი და შევადგინეთ შეფასების სქემა, რომელიც მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან იყო.შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია,სლაიდებზე ვორდის ფანჯრის ჩასმა და მისი გახსნა.ასევეეს პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე.ვისწავლე როგორ ხდება დრაივზე ატვირთვა, ჩამოტვირთვა და ჩასწორების რეჟიმზე გადაყვანა. ასევე ჰიპერბმულის მოხსნა დოკუმენტზე.დრაივზე ავტვირთეთ პორთფოლიო