Wednesday, July 30, 2014

                                               დღე მეექვსე                     30.07.2014

   როგორც დანარჩენი ხუთი დღე  დღესაც მშვენიერი დღე იყო.
დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე,
ვისწავლეთ დრაივიდან ბლოგზე გამოქვეყნება,ასევე ბლოგზე შევქმენით PAGE-ის დამატება. PAGE-ში ჩვენი  პროექტის და გამზადებული პროექტების სხვა საიტიდან გადატანა.როგორ დავმალოთ ან გამოვაქვეყნოთ  ჩვენი ნამუშევრები.შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები.


 დავალება - დავსრულოთ პროცედურები


         

Tuesday, July 29, 2014

მოსწავლის ნიმუში

                                                                            დღე მეხუთე            29.07.2014 წ
            დღევანდელი დღე როგორც ყველა დანარჩენი ეფექტური და ნაყოფიერი იყო,მაგრამ არა დამღლელი.
გავიზიარეთ ერთმანეთის საპრეზენტაციო პროგრამები და გავუკეთეთ კომენტარები.შევქმენით სალაიდშოუები და ავაგეთ დიაგრამები პოვერ პოინტში.გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას.ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე

             თემა.   მე-3 და მე-4 მოდული
     

Monday, July 28, 2014

                                                                       დღე მეოთხე       28.07.2014 წელი




        დღევანდელი დღე (ორშაბათი) მართლაც რთული,შრომატევადი და ამავდროულად საინტერესო აღმოჩნდა.
       გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს,განვიხილეთ თითოეული მათგანი და შევადგინეთ შეფასების სქემა, რომელიც მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან იყო.შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია,სლაიდებზე ვორდის ფანჯრის ჩასმა და მისი გახსნა.ასევეეს პრეზენტაცია ავტვირთე ბლოგზე.ვისწავლე როგორ ხდება დრაივზე ატვირთვა, ჩამოტვირთვა და ჩასწორების რეჟიმზე გადაყვანა. ასევე ჰიპერბმულის მოხსნა დოკუმენტზე.დრაივზე ავტვირთეთ პორთფოლიო
                                           დღე მესამე                                        22.07.2014



სტანდარტის მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი შედეგები, რომელშიც დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომია.
        გავიგეთ რაში მდგომარეობს საკვანძო კითხვების არსი: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი. შევარჩიეთ კითხვები და ამაში დაგვეხმარა მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების ნიმუში. შევიტანეთ იგი საპროექტო გეგმაში.
     21-ე   ს-ის  უნარ-ჩვევების სიტყვები დაგვეხმარა ამოცანების დაწერაში.
   დავასრულეთ. 
       

Monday, July 21, 2014

                                                         დღე მეორე                               21.07.2014 წელი


   დღევანდელი ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის  საპროექტო იდეების გაცნობით.დავიწყეთ პროექტის შაბლონის შევსება.მოვძებნეთ ჩვენი საგნის (პროექტის) შესაბამისი სტანდარტი და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის შაბლონში.ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა და მოვიძიეთ მისთვის საწირო ინფორმაციები.
    დავალებად მოგვეცა-,, პროცედურები,როგორ განვახორციელებთ პროექტს''.

Sunday, July 20, 2014

                                                პირველი დღე                                                                                                    2014 წლის 20 ივლისს დავიწყეთ ტრენინგი ,,Intel პროექტებით სწავლება''.ტრენინგზე ვმუშაობდით ვახანის, მოლითის და მარელისის პედაგოგები, ტრენერი ქალბატონი მანანა კვინიკაძე .
         გავეცანით Viewer (ვიუვერში)  მუშაობას,რომ არსებობს ამ პროგრამის 2 ვერსია ონლაინ და ოფ ლაინ რეჟიმები.შევქმენით ახალი საქაღალდე და მასში გადავიტანეთ ყველა ის ინფორმაცია რომელიც დამეხმარებოდა პროექტის შექმნაში.

  •     21- საუკუნის უნარები
  • პორთფოლიოს რუბრიკა
  • პორთფოლიოს  ჩეკლისტი
  • პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი
  • სასწავლო პროექტის გეგემა
ვისაუბრეთ პროექტების შესახებ და გავეცანი პროექტის გეგმას.გავიგე რა არის ჩეკლისტი(გეგმის ჩანიშვნას).შევქმენით პორთფოლიო პროექტისთვის.
    ყველა ეს სიახლე იყო პირველი მოდულის მე-4 ნაბიჯამდე.
    დავალებად მოგვეცა - საპროექტო იდეა და მოკლე მიმოხილვა
     ტრენინგი ამოჩნდა ძალიან საინტერესო.